საქობოს საჯარო სკოლას წელს ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს
15-06-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლას ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.

ოქროს მედალზე წარდგენილია ანი სიფრაშვილი და ნინი ბაკაშვილი, ხოლო ვერცხლის მედალზე - შოთიკო მენთეშაშვილი.

დირექცია ულოცავს მოსწავლეებს სკოლის წარჩინებით დასრულებას და თითოეულს წარმატებას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203