ფლეშმობი, მუსიკალური წარმოდგენა და დაჯილდოების ცერემონიალი - თბილისის N61 სკოლის მესამეკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს
15-06-2021

თბილისის N61 საჯარო სკოლაში მე-3 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სკოლის ეზოში მოეწყო ფლეშმობი და მუსიკალური წარმოდგენა, გაიმართა გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ. 

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სიმბოლურად, ჰელიუმის ბუშტების ცაში აშვებით გააცილეს მესამე კლასი და ერთმანეთს სექტემბრამდე კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.

აღნიშნული ღონისძიება III კლასის ინიციატივით (დამრიგებელი-თათია ზუბიტაშვილი) ჩატარდა. ორგანიზებაში მონაწილეობდნენ  III და III კლასის მოსწავლეები.

იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203