„მადლობას გიხდით თითოეული წუთისთვის, წამისთვის, ჩახუტებისთვის“-თბილისის N174 სკოლის მეოთხეკლასელებს პირველი მასწავლებელი ემშვიდობება
15-06-2021

თბილისის N174 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ეკეტერინე ტაბაღუა გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა მასწავლებელს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ეკეტერინე ტაბაღუამ მოსწავლეებს ემოციური წერილი მიუძღვნა.

„სწრაფად გაირბინა წლებმა.. თქვენ გაიზარდეთ, დაფრთიანდით და დღეს, როდესაც ჩემი კალთიდან მწვერვალისაკენ ასაფრენ ბილიკზე გიშვებთ ღრმად მწამს და მეიმედება, რომ თქვენი სახით სამშობლოს ღირსეული მამულიშვილები ეზრდება. მადლობას გიხდით თითოეული წუთისთვის, წამისთვის, ჩახუტებისთვის და სიყვარულისთვის, რომლითაც მავსებდით, მაძლიერებდით წარმატების გზებით იარეთ ჩემო პატარებო !!!“,- წერს პედაგოგი ეკეტერინე ტაბაღუა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203