
როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო დუმბაძე საუბრობს.
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
- სასწავლო წელი ძალიან რთული იყო პანდემიის გამო;
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
- პანდემიამ გაზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესში, განსაკუთრებით გაიზარდა დისტანციური გაკვეთილების ჩატარებაზე კონტროლი;
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
- გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგებისათვის ჩემი რჩევა იქნება დარჩენილ დროში მაქსიმალურად მოემზადონ გამოცდებისათვის;
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?
- ძირითადად პრესტიჟული პროფესიისადმი მიდრეკილება უფრო დიდია.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
- რა თქმა უნდა ბავშვებისთვის 3 და 4 თვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს დრო დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ზრდა განვითარებაზე, მაგრამ ჩემი აზრით ბავშვმა საშუალო სკოლა უნდა დაამთავროს 18 წლის ასაკის შესრულებამდე.