„სასწავლო წელი მწვანე ზონით დავძლიეთ“- ლადო ხოზრევანიძე, ცეცხლაურის N1 სკოლის დირექტორი
15-06-2021

როგორ შეაჯამებდა 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლადო ხოზრევანიძე საუბრობს. 

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- მთავარ გამოწვევად ისევ COVID -19 რჩება, პასუხისმგებლობა კოლექტივთან ერთად გავინაწილეთ და სასწავლო წელი მწვანე ზონით დავძლიეთ.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- ჩართულობა მხოლოდ დაბალ საფეხურზე აისახება, ძირითადი მაინც ეკონომიური დახმარებაა, საამღზრდელო სფეროში ნაკლებად ერთვებიან.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- მაქსიმალურ მომზადებას პლიუს სიმშვიდე აუცილებელი მოთხოვნაა, თუმცა სკოლაზეც და მოსწავლეზეც უნდა აისახოს, გამოცდა ჩაბარებული მასწავლებლის წარმატება.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- პედაგოგთა ხელფასების მატებამ გარკვეული სტიმული გააჩინა, ასაკოვანი პედაგოგების ღირსეულმა ჩანაცვლებამ სკოლები გაახალგაზრდავა, მაგრამ ძირითადი პროფესია მაინც მაღალ ანაზღაურეზეა მიდრეკილი.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- 31 დეკემბრიანი ბავშვებიც არსებობენ, ამიტომ თარიღის შეცვლა არაფრის მომტანია. სკოლამდელი [ბაღი] დაასრულა მზადაა ბავშვი, მშობელი მოგმართავს განცხადებით დავაკმაყოფილოთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203