ბავშვთა დაცვის დღესასწაული ხეთის საჯარო სკოლაში
15-06-2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს. 

ბავშვთა დღესასწაული მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203