
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მშობლიური ანბანი მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით გააცილეს. კლასის ხელმძღვანელი ნათია თოლორდავა გახლავთ.
„27 მაისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს დაემშვიდობნენ...იმისათვის, რომ პატარებისთვის ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ბავშვებმა მას განსაკუთრებული ელფერი შესძინეს- მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით გააცილეს მშობლიური ანბანი.
ნათია მასწავლებელმა ბავშვებს სასიამოვნო არდადეგები უსურვა და მე-2 კლასში არაერთ საინტერესო აქტივობას დაჰპირდა...
ეს დღე პატარებს არასდროს არ დაავიწყდებათ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.