
11 ივნისს, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვრის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
ციხისჯვრის საჯარო სკოლაში ჩატარდა „მხიარული თამაშები“. აფხაზეთის N22 სკოლის მოსწავლეები თანატოლებს სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, გაიმარჯვა მეგობრობამ. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
„მადლობა ციხისჯვრის საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის“,-აღნიშნავს აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: