თბილისის N129 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
15-06-2021

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის N129 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დედამიწელების“ წევრებმა გეოგრაფიის პედაგოგის ქეთი ქერაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

აქციას ზღვაზე სასეირნოდ მოსული პატარა მოხალისე თემუკაც შემოუერთდა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს აღინიშნება.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203