„რა ვიცით პარლამენტის შესახებ“ - თბილისის N108 საჯარო სკოლაში პროექტის პილოტირება მიმდინარეობს
14-06-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტი დაიწყო - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“.

პროექტის იდეა საქრთველოს პარლამენტს ეკუთვნის. 

თბილისის N108 საჯარო სკოლა იმ 50 სკოლას შორისაა, რომელშიც პროექტის პილოტირება მიმდინარეობს. პროექტი ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.

5 ივნისს, პროექტის ფარგლებში, ღონისძიება „საპარლამენტო თავგადასავალი მზიურში“ გაიმართა, რომელშიც მე-6-ბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტში „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“ ჩართული პედაგოგი თეა ხმალაძეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203