თბილისის N103 სკოლასთან არსებული ინსტრუმენტალურ-მუსიკალური ანსამბლი „კოკროჭინა“ საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი გაკვეთილით წარსდგა
14-06-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლასთან არსებული ინსტრუმენტალურ-მუსიკალური ანსამბლი „კოკროჭინა“, რომელიც სხვადასხვა კონკურსისა და ფესტივალის არაერთგზის გამარჯვებულია, საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი გაკვეთლით წარსდგა. ანსამბლმა, რომლის ხელმძღვანელიც ნინო მიჯახტაშვილია, სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები წარმოადგინა.

ნინო მიჯახტაშვილმა ისაუბრა გაწეული საქმიანობის შესახებ და იმ მიზეზებზე, რამაც ანსამბლის წარმატებები განაპირობა. სკოლის დირექტორმა არჩილ ჩახაიძემ ანსამბლის ხელმძღვანელს და მშობლებს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა, ანსამბლის წევრებს გამარჯვება მიულოცა და კიდევ მრავალი წარმატება უსურვა. მილოცვას  უერთდება სკოლის კოლექტივიც.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203