წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში ისტორიაში ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა
14-06-2021

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10-ა, მე-10-ბ და მე-11 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ნინო კაჭარავას სახელობის ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა ისტორიაში. გამარჯვება და ფულადი ჯილდო - 100 ლარი მოიპოვა მე-11 კლასის მოსწავლეთა გუნდმა „საბჭოთა კავშირი“. პროექტის ხელმძღვანელია ნესტან ვეკუა.

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა გამორჩეულად წარმოგვიდგება საგანმანათლებლო სივრცეში, მრავალ პროექტებს შორისაა ნინო კაჭარავას სახელობის ვიქტორინა კონკურსი, რომლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გახლავთ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი, დირექტორის მოადგილე - ნესტან ვეკუა.

კონკურსი გამოირჩევა მასშტაბურობით, რადგანაც მასში მონაწილეობას იღებენ  მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. კონკურსის მიზანია, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ მრავალმხრივი ინტელეექტი, გაუღრმავდეთ ცოდნა, უნარები.

კონკურსი წალენჯიხის N2 სკოლის წარჩინებული გარდაცვლილი  მოსწავლის - ნინო კაჭარავას სახელობისაა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203