წირქვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - დიანა გურულმა და საბა მიროტაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად,
izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს მოსწავლეებმა - დიანა გურულმა (მე- 7 კლასი) და საბა მიროტაძემ (მე-4 კლასი).
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები