მესტიის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
14-06-2021

მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველი კლასის დამთავრება და არდადეგების დაწყება მიულოცეს. 

მოსწავლეთა პირველმა მასწავლებელმა ფიქრია ქურდიანმა მოსწავლეებს სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა. 

„ჩემო პატარებო! მალე გაირბინა თქვენთვის პირველმა სასწავლო წელმა და აი, უკვე მეორეკლასელები ხართ გილოცავთ 1-ლი კლასის დამთავრებას და მე-2 კლასში წარმატებულად გადასვლას, გისურვებთ წარმატებებით და წინსვლით დაგეძლიოთ თითოეული საფეხური და საამაყო გზით გევლოთ მთელი ცხოვრების ასპარეზზე“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203