ხარაგაულის N2 სკოლის მოსწავლეებმა მათ მიერ დამზადებული ბუკლეტებით საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესები გააცნეს
14-06-2021

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება - ჯანმრთელი მომავალი“ წარმატებით ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებლის - მარიკა გოლუბიანის დახმარებით ჯანსაღ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს.

მოსწავლეებმა ბუკლეტები თემში დაარიგეს და საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესები გააცნეს. შემდეგ კი განხორციელებული აქტივობის შესახებ ინგლისურ ენაზე პრეზენტაცია გამართეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203