გარდაბანის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგიონული საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობენ.
„ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბატონ ლევან ჟვანიას ხელმძღვანელობით ორგანიზებული რეგიონული საგანმანათლებლო პროექტის - დიდგორელი მეორე, რაიონულ ტურში ჩვენი სკოლის 18-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
მოსწავლეებმა კონკურსის პირობების თანახმად, წინასწარ მიწოდებული 500 კითხვისა და 3 მოთხრობის ირგვლივ 40 შეკითხვას ინდივიდუალურად, წერილობით უპასუხეს.
მესამე ტურში 18-დან სკოლის 6 მოსწავლე გადავიდა. წინ კიდევ ორი ტურია.
წარმატებები ჩვენს ბავშვებს და მადლობა ისტორიის მასწავლებლებს: ლამარა ბიბილურს და თამარ კენკაძეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.