თბილისის N133 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ
14-06-2021
თბილისის N133 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, N133 სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა უნარების განვითარებისთვის. სკოლაში ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი აქტივობები, რათა მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ მასალის ათვისება და საკუთარი უნარების გამოვლენა.

„ჩემი საოცარი პატარები, რომლებმაც შესანიშნავი უნარ-ჩვევები გამოამჟღავნეს მართლმეტყველებისა და სასვენი ნიშნების, მართლწერის შემაჯამებელ გაკვეთილზე“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203