იდლიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს შემეცნებითი და სახალისო აქტივობები მიეძღვნა
14-06-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
1 ივნისს მოსწავლეები სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით იყვნენ დაკავებულნი. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას მოიცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ამასთან, მხაიარული აქტივობები გაიმართა სკოლის ეზოში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია