შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა
14-06-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა.
„შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებელ მურთაზ შეყლაშვილის თაოსნობით ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი, გოგონათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთის მაგიდა სულ რაღაც 3 თვეა დაიდგა ჩვენ სკოლაში. ბავშვები საკმაოდ ოსტატურად თამაშობდნენ და ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. საბოლოოდ გამარჯვება მე- 6 კლასის მოსწავლე მარიამ არაბულს ერგო და ოქროს მედალიც დაიმსახურა. მეორე და მესამე ადგილოსნები და შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელები, მე-9 კლასის მოსწავლე ელენე დარბაიძე და მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ჩაჩანიძე გახდნენ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია