თბილისის N53 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები მწერალ ირმა მალაციძეს შეხვდნენ
14-06-2021

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები თანამედროვე ქართველ მწერალს, ირმა მალაციძეს შეხვდნენ. 

კლასის ხელმძღვანელი ირმა მალანია გახლავთ.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მწერლისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„შეხვედრამდე მოსწავლეებმა წაიკითხეს ირმა მალაციძის ზღაპრები, იმუშავეს პიესებზე, წაიკითხეს როლურად. შემდეგ კი შეხვდნენ ავტორს, დაუსვეს შეკითხვები, ასევე უპასუხეს მწერლის შეკითხვებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203