„ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქეთევანი დასახულ მიზნებს მიაღწევს“ - პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექცია ოქროს მედლის კანდიდატ ქეთევან ჩიტიას გზას ულოცავს
14-06-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლას 2020-2021 წელს ჰყავს ერთი ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული  -  ქეთევან ჩიტია.

სკოლის დირექციის დახასიათებით, გარდა სასწავლო პროცესისა, ქეთევანი აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ის წარმატებით მონაწილეობდა სკოლის, მუნიციპალიტეტისა თუ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და ღონისძიებებში, იყო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

„ქეთევანს სწავლის გაგრძელება სურს თბილისის სახელმწიფო სამეცინო უნივერსიტეეტში. მისი მშობლიურო სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქეთევანი დასახულ მიზნებს მიაღწევს და არაერთხელ გაგვახარებს წარმატებებით, ჩვეენ გვჯერა მისი. ქეთევან, გილოცავთ სავალ გზას და ამ გზის ღირსეულად გავლას გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203