
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ვიქტორინით შეაჯამეს.
მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში ხალისით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„უჩვეულოდ მღელვარე აღმოჩნდა 11 ივნისი IVა კლასის (დამრიგებელი ნატო გოგიშვილი) მოსწავლეებისთვის... დაძაბული და საინტერესო ვიქტორინით შეაჯამეს სასწავლო წელი... იყო ნერვიულობა, დაძაბულობა, ქულების თვლა... წარმატებული გუნდის გამოვლენა... მაგრამ მაინც ყველა გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციებში... სიხარული და უფრო მეტი ურთიერთსიყვარული...“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.