დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსული ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გაკვეთილით დაასრულეს
14-06-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, რუსული ენის მასწავლებლის, ნათელა დალიბალთიანის ხელმძღვანელობით საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს.

გაკვეთილი რუსული ენის ანბანის გაცილებას ეძღვნებოდა. 

მოსწავლეებმა ლექსები, სიმღერები, მინი სპექტაკლები და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. 

ღონისძიებას სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად ეწყობა, რითაც როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლებიც კმაყოფილნი არიან. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203