„ერთად გადავარჩინოთ ბუნება!“- საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
14-06-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის მე-lV კლასის მოსწავლეები გარემოზე აქტირუად ზრუნავენ.
„ერთად გადავარჩინოთ ბუნება! - ამ ლოზუნგით მე-lV კლასის მოსწავლეებმა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილის თემიდან - „გაუფრთხილდეთ ბუნებას“ გამომდინარე, გადაწყვიტეს მათი წვლილი შეიტანონ იმ კეთილშობილურ საქმეში, რასაც ბუნების დაცვა ჰქვია. სკოლის მიმდებარე ტერიტორია გამოაცხადეს ნაკრძალად - „საბეჭისი“. გადაწყვიტეს, აღნიშნული ტერიტორია დაიცვან დაბინძურებისაგან - მათი ხელით გაკეთებული გამაფრთხილებელი ნიშნებით მოსახლეობას მოუწოდონ ბუნების დაცვისკენ. მათ კარგად იციან, რომ ადამიანი ბუნების გარეშე არაფერი და ბუნება ადამიანის გარეშე წარმოუდგენელია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია