ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
14-06-2021
11 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ღების საჯარო სკოლის VIII, IX,  X, XI კლასის მოსწავლეები. ტესტირებებს ხელმძღვანელობდა ღების საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ამირან ლობჯანიძე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რამაც მოსწავლეები ძალიან გაახარა და მათში დადებითი ემოციები გამოიწვია.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203