ჩხორიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
14-06-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს.

მოსწავლეებმა „ანბანის ზეიმი“ გამართეს. 

მასწავლებლებთან ერთად პირველი კლასის დამთავრება მოსწავლეებს ანიმატორებაც მიულოცეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

„ძვირფასო პირველკლასელებო !!!
გილოცავთ ანბანის ზეიმს.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში. დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალ წარმატებულ ფურცელს შემატებთ ჩვენი სკოლის მატიანეს.
უღრუბლო ზეცასა და სამშობლოს ძლიერებას გისურვებთ“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203