ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
14-06-2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ - მარიამ ლემონჯავამ, ნინო ლემონჯავამ და ელზა შულაიამ ორგანიზაცია „ახალგაზრდული იდეის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

გამარჯვებულებმა 800-ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს, რითაც სკოლის ბიბლიოთეკას განაახლებენ.

„ვულოცავთ მათ და ჩვენ სკოლასაც. ხობის „ახალგაზრდული იდეას“ ვუხდით მადლობას თანამშრომლობისათვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203