დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
14-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნის სწავლა დაასრულეს და ორი დღის განმავლობაში სრული კურსისას შესწავლილი თემები პრეზენტაციების სახით წარმოუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.

„‌გვამოგზაურეს მსოფლიო ხელოვნების გალერეებსა და ქალაქ-მუზეუმებში, ჩავიხედეთ გენიალურ ხელოვანთა სულიერ სამყაროში, თვალი შევავლეთ მსოფლიოს არქიტექტურულ ძეგლებსა და მაშტაბურ პროექტებს, მოვისმინეთ საინტერესო ისტორიები ქართული კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებსა და საგანძურზე,  ისტორიულ წარსულზე, პირველყოფილი ხელოვნებიდან თანამედროვეობამდე. 

‌მადლობა თითოეულ მოსწავლეს შესანიშნავი და საინტერესო ნიმუშების წარმოდგენისა და  გაცნობისათვის.

‌იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ცოდნა მათ ცხოვრებაში აუცილებლად ჰპოვებს შემოქმედებით განვითარებას და გამოიყენებენ შესაბამის დროს, შესაბამის ადგილას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203