ხეთის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა
14-06-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

ხობის მუნიციპალიტეტის, ხეთის საჯარო სკოლაშიც კიდევ ერთხელ დაირეკა ბოლო ზარი. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულციების სრული დაცვით ჩატარდა.

„ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“ - აღნიშნულია ხეთის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203