„სკოლა ამაყობს წარმატებული მოსწავლეებით!“- ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლას წელს სამი ოქროსმედალოსანი ჰყავს
14-06-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, შექმნილი მძიმე სიტუაციის მიუხედავად სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. მათი შრომა, ბეჯითი სწავლა, გულმოდგინება, პასუხისმგებლობა და მიზანსწრაფვა დაფასებულია.

სკოლას წელს სამი ოქროსმედალოსანი ჰყავს: ლუკა ნატროშვილი, ლიკა ჯანაშვილი და მარიამ ოზბეთელაშვილი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დამთავრებას ულოცავენ და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავენ. 

„გვჯერა, რომ ისინი ასევე წარმატებით გაივლიან ცხოვრების მომდევნო ეტაპს და ღირსეულად გადალახავენ ეროვნულ გამოცდებს.

გვინდა, მივულოცოთ მათ ეს წარმატება და ვუსურვოთ ყველა შემდგომი ნაბიჯი წარმატებული ყოფილიყოს.
ჩვენი სკოლა ამაყობს წარმატებული მოსწავლეებით!“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203