თბილისის N129 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ჭარბტენიანი ეკოსისტემების მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია გამართა
14-06-2021

თბილისის N129 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „დედამიწელები“ ჭარბტებიანი ეკოსისტემების მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა ჭაობებისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების მნიშვნელობის ღრმად გააზრებას, ზოგადად, როგორც გარემოსათვის, ასევე გადამფრენი ფრინველებისა და ეკოტურიზმის განვითარებისათვის, რომელიც თავის მხრივ ლოკალურ ეკონომიკას აძლიერებს.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დაიბეჭდა ბროშურები, რომელთა წარდგენაც საზოგადოებისათვის პრეზენტაციასთან ერთად მოხდა.

პროექტზე იმუშავეს X¹ კლასის მოსწავლეებმა: რეზი ჩაჩავამ, თამარ ტიკურიშვილმა, თამარ ჯალაბაძემ, სალომე ქუთათელაძემ, ხათუნა ოზმანიანმა და ანა რაჭველიშვილმა. 

პროექტის ხელმძღვანელი გეოგრაფიის პედაგოგი ქეთი ქერაშვილი იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203