
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVა კლასში ბუნებისმეტყველებაში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა თემაზე: „ჩემი ოთხფეხა მეგობარი“.
კლასს მასწავლებელი ლელა ჩირგაძე ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, თუ როგორ ზრუნავენ თავიანთ ცხოველებზე. მათ წარმოადგინეს პოსტერები და ნახატები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კომპლექსურ დავალებაზე მოსწავლეთა პრეზენტაციები საინტერესოდ წარიმართა.
იხილეთ ფოტოები