„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და პატარებს“ - ახალციხის საჯარო სკოლაში I და XII კლასის მოსწავლეთა ღონისძიება გაიმართა
14-06-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში პირველი და მე-12 კლასის მოსწავლეების ღონისძიება გაიმართა. სკოლა მცირეკონტიგენტიანია. დირექციამ კურსდამთავრებულებს წარმატებული მომავალი უსურვა, პირველკლასელებს კი ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა.

„ჩვენმა მცირეკონტინგენტიანმა სკოლამ გააცილა XII კლასელები და პირველკლასელები, მიუხედავად ბავშვების სიმცირისა, მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების ჩართულობით ვეცადეთ, ეს დღე ზეიმად გვექცია მათთვის, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და პატარებს“, - აღნიშნულია სკოლის ინ ფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203