გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა მუსიკალური ღონისძიება გამართეს
14-06-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება წარმოადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორი მუსიკის პედაგოგი თეა მჟავანაძე იყო.

„პირველკლასელებმა მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურეს. ეს დღე მათ მიერ ნაყოფიერად განვლილი სასკოლო ცხოვრების პირველი მაჟორული აკორდია...პატარებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ინცენირება „ცანგალა და გოგონა“, გაგვაცნეს ხალხური საკრავები, შეგვისრულეს როგორც საორკესტრო, ასევე საესტრადო ნომრები. პატარა მუსიკოსების საშემსრულებლო დონემ და არტისტულობამ მაყურებელთა სიყვარული და აპლოდისმენტები დაიმსახურა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203