წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართა და საუკეთესო ნახატები გამოვლინდა.
„აშკალის საჯარო სკოლაში გაიმართა ნახატების გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს მე-2 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა. გამოფენის ბოლოს სკოლამ 7 საუკეთესო ნახატი გამოავლინა.
გამოფენა მოაწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა გოჰარ ჟამკოციანმა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: