ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„დამალის საჯარო სკოლაში ბავშვა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიებები სკოლის ეზოში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს I-II-III კლასის მოსწავლეებმა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია