ქვედა საზანოს N2 სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერების საწინდარია“ წარმატებით დასრულდა
14-06-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში პროგრამა „ახალი სკოლის მოდელი“ წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები.
„სასკოლო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერების საწინდარია“ ერთ -ერთი ბოლო აქტივობა (კულმინაცია) იყო „მხიარული სტარტები". რომელიც განხორციელდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით.
სკოლა მზადაა მომავალი სასწავლო წლიდან, სხვა ახალ პროექზე იმუშაოს, რისთვისაც პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა უკვე დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი. სკოლა ამზადებს პროექტის ამსახველ ვიდეოკოლაჟს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია