„ნათია ვარდანიძემ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა“- წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
14-06-2021
წყალტუბოს N4 სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებს ლამაზი, საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოშვება მოუწყეს.

„დღეს, ნათია ვარდანიძემ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა. 

მოსწავლეებმა მათი კლასის ხელმძღვანელის დახმარებით სკოლის ეზოში ფერადი და ლამაზი ღონისძიება გამართეს.

ბავშვებმა ისაუბრეს სკოლაზე, მათ კლასზე, იმღერეს, იცეკვეს, მადლობა გადაუხადეს თავიანთ საყვარელ სკოლის დირექტორს, მაიაა ნუცუბიძე - ქობულიას და თითოეულ მასწავლებელს გაწეული შრომისა და მზრუნველობისთვის.

კლასის ხელმძღვანელმა ნათია ვარდანიძემ მოსწავლეები დააჯილდოვა სამახსოვრო სიგელებით, თავის მხრივ კლასის მშობლებმა თავიანთ საყვარელ დამრიგებელს სამადლობელი სიგელი გადასცეს, ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისა და დიდი სითბოს თვის.

უმრავლოს ასეთი ლამაზი დღეები მეოთხე საჯარო სკოლას. მადლობა ჩვენს საყვარელ ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს გუნდურობის, ურთიერთპატივისცემისა და დიდი სიყვარულისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203