აჭყვას საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხი ლიტერატურა შეარჩიეს
14-06-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში არსებულმა მკითხველთა კლუბმა შეხვედრები დაასრულა. კლუბის წევრებმა შეაჯამეს და კიდევ ერთხელ გაუზიარენ ერთმანეთს წლის განმავლობაში წაკითხული წიგნებისა და ნანახი ფილმების შთაბეჭდილებები.
მათ მასწავლებელთან, იზა ვაჩეიშვილთან ერთად შეარჩიეს საზაფხული არდადეგებისთვის საკითხავი მხატვრული ლიტერატურა. ბავშვებმა ასევე მოამზადეს სიუჟეტი, სადაც საუბრობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის წიგნის კითხვა.
სკოლაში საბაზო საფეხურზე არსებულ მკითხველთა კლუბის შეხვედრებს ორგანიზებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზა ვაჩეიშვილი უწევდა, რისთვისაც სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგს მადლობა უხდის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია