
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
სკოლამ XII-კლასელები დიდი სიყვარულით გააცილა.
„ფერადი წარწერებით აჭრელებულმა თეთრპერანგიანმა გოგო-ბიჭებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეს,- დაემშვიდობნენ სკოლას, მასწავლებლებს,ერთურთს...
სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და კლასის ხელმძღვანელმა, ირმა თოდუამ მოსწავლეებს ახალი ცხოვრების გზასავალი დაულოცეს!“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები