„ვიმედოვნებთ, რომ ექვსივე მედალოსანი თავის სათქმელს იტყვის ეროვნულ გამოცდებზე“-წყალტუბოს N1 სკოლა კურსდამთავრებულებით ამაყობს
14-06-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წელს ჰყავს 60 კურსდამთავრებული და აქედან 6 მედლის კანდიდატი: ორი ოქროს და ოთხი ვერცხლის.

ოქროს მედალოსნები არიან: მარიამ მურვანიძე და ია მიქაძე.

ვერცხლის მედალოსნები კი - თაკო კინწურაშვილი, გიორგი დონღვანი, დიანა ასათიანი, ვიქტორია გორდულაძე.

კურსდამთავრებულთაგან მარიამ მურვანიძე გახლავთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის FLEX-ის წარმატებული კურსდამთავრებული.

„ვიმედოვნებთ, რომ ექვსივე მედალოსანი თავიანთ სათქმელს იტყვის ეროვნულ გამოცდებზე და სახელმწიფო გრანტებით გაგვახარებენ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203