„დირექტორის მოტივაციაა თითოეული კარგი მოსწავლე და წარმატებული მასწავლებელი“ - პაატა გაბელია, უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორი
14-06-2021
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? და რა არის დირექტორისთვის მოტივაცია? - ამ და სხვა საკითხებზე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორის, პაატა გაბელიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- ასოცირდება, გარკვეული ეტაპის დასრულებასთან.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- ძლიერ ქვეყანას.
- გამორჩეულად მახსენდება...
- სკოლის პერიოდი, განსაკუთრებით, ახალი სასწავლო წლის დასაწყისი.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- სკოლის განვითარებისათვის.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მასწავლებლის დემოკრატიული მიდგომები, თანამედროვე მოქალაქის აღზრდაში.
- დირექტორის მოტივაციაა...
- თითოეული კარგი მოსწავლე და წარმატებული მასწავლებელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს