საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმზე ზღაპრის გმირები განასახიერეს
29-12-2017
საყუნეთის საჯარო სკოლაში I-V კლასებისა და VII-XI კლასების მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო ზეიმები გაიმართა. ბავშვებმა განასახიერეს ზღაპრის გმირები - წითელქუდა, მზეჭაბუკი, ბოროტი დედინაცვალი, კომბლე, ნაცარქექია. ღონისძიება მუსიკალური ნომრებითა და ცეკვებით იყო დატვირთული. მოსწავლეები ოვაციებითა და სიხარულით ასრულებდნენ დაკისრებულ როლებს.
„ძალიან ლამაზი ზეიმები შემოგვთავაზეს მოსწავლეებმა, საოცარი განწყობა სუფევდა სკოლაში - ამაღლებული, წინასაახალწლო, ყველანი კმაყოფილები დავრჩით,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს