„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სიახლეებისადმი მუდმივი მზაობა“ - კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ღლიღვაშვილი
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ღლიღვაშვილი ბლიც ინტერვიუში საუბრობს.
- სასწავლო წლის დასრულება...
- ყოველთვის მასევდიანებს.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- მოტივირებულ მოსწავლეებსა და სკოლაში დასაქმებულ პროფესიონალ კადრს.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...
- სრული რეაბილიტირების შესახებ ინფორმაციის მიღების დღე.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- იმისათვის რომ იყო წარმატებული დირექტორი.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მასწავლებლის საქციელი.
- დირექტორის მოტივაციაა...
- ჰყავდეს რაც შეიძლება ბევრი წარმატებული მოსწავლე.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- სიახლეებისადმი მუდმივი მზაობა.