ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ჭადრაკის ტურნირში იასპარეზეს
11-06-2021
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს მოსწავლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ამიტომ მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს სთავაზობს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში.

„პროექტის - ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავალის ფარგლებში, მორიგი სპორტული აქტივობა განხორციელდა სამაგიდო თამაშებში. ჭადრაკში, ერთმანეთს შეეჯიბრნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ფინალურ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან სიგელებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203