ბარდნალის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებელმა, მზევინარ მეშველიანმა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებელმა მზევინარ მეშველიანმა მეოთხე კლასში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.
„მოსწავლებმა გამოავლნეს საგნის თეორიული ცოდნა, ასევე გამოიცნეს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული მუსიკალური ინტერვალები, დიდ მუსიკოსთა პორტრეტები, გვაჩვენეს კომპლექსური დავალებები.
მასწავლებელმა გაკვეთილზე შექმნა სახალისო და თბილი საკლასო გარემო.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და ესთეტიკური აღზრდის კათედრის წარმომადგენელი პედაგოგი ლალი კოპალიანი, რომლებმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს და მოსწავლეებსა და მზევინარ მასწავლებელს წარმატებები უსურვეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: