არაჩვეულებრივი დღე სორმონის საჯარო სკოლაში - მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
11-06-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სორმონის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს ყველაფერი მეოთხეკლასელებისთვის, რომლებმაც პანდემიურ პერიოდში შეაღეს მშობლიური სკოლის კარი და ახლაც, არცთუ მარტივ ვითარებაში უწევთ დამშვიდობება პირველ მასწავლებელთან.

დიდი სიყვარულით გააცილა სორმონის საჯარო სკოლამ მეოთხეკლასელები და მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთახის ზღურბლს.

„ეს იყო კიდევ ერთი, არაჩვეულებრივი დღე სორმონის საჯარო სკოლაში; დადებითი ემოციებით აგვავსეს დღეს ჩვენი სკოლის მეოთხეკლასელებმა, საინტერესო და სახალისო ღონისძიებით დაასრულეს სწავლის ოთხი წელი და გადავიდნენ ახალ საფეხურზე.

წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო საამაყო აღსაზრდელებო  გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით“, - აღნიშნულია სრომონის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203