
თბილისის N120 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს მიეძღვნა ასფალტზე ხატვის გაკვეთილები - II1 კლასში (დამრიგებელი ეკა შამანაური), II2 კლასში, (დამრიგებელი ნონა ღვდელაძე), V1 კლასში (დამრიგებელი მაია ახობაძე) და V2 კლასში(დამრიგებელი ლუბა ახობაძე და ხელოვნების პედაგოგი ნარა თეთრაძე).
პედაგოგებმა მოსწავლეებს მათი დღე მიულოცეს და ბედნიერი მომავალი უსურვებს.
„გილოცავთ ამ დღეს, ჩვენო უსაყვარლესო, უძვირფასესო და ყველაზე, ყველაზე, მნიშვნელოვანო პატარა ადამაიანებო!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.