ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არქიტექტორის როლი მოირგეს
11-06-2021
ქუთაისის № 40 საჯარო სკოლის  V კლასის მოსწავლეებმა კომპექსური დავალება წარმოადგინეს საგანში „ჩვენი საქართველო“.

საგნის მასწავლებელი ლალი რობაქიძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი სალომე საგანელიძე.

„მოსწავლეებმა მოირგეს არქიტექტორის როლი და შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტი მაკეტები (მოდელები) თემაზე: „საცხოვრებელი ნაგებობები და დასახლებები საქართველოში ძველად“.

თემის ირგვლივ მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისთვის ძველი პერიოდისთვის დამახასიათებელი საცხოვრისები (ოდა სახლი, მურყვამიანი ანუ კოშკიანი სახლი, აჭარული სახლი). მოსწავლეების მიერ შექმნილი მაკეტები ვიზუალურად იყო დახვეწილი და საინტერესოდ შესრულებული. მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები და წარმატებით გაართვეს თავი დავალებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებუბულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203