„ძლიერი სკოლა ტოლგვერდა სამკუთხედია - მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი; სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“- უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გელაშვილი
11-06-2021
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გელაშვილი ბლიც ინტერვიუში საუბრობს.

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .   

 - ბადებს ახალ გეგმებსა და პერსპექტივას.
 
- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . . 

 - ძლიერ პედკოლექტივს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას და მშობლების გვერდში დგომას. მარტივად, ძლიერი სკოლა ტოლგვერდა სამკუთხედია მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი; სკოლა, ოჯახი, საზოგადოება.


- გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . .

 - ახალი პედაგოგების ადაპტაციის საინტერესო პროცესი.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .

 - ყოველთვის, ყველგან ყველაფერში.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .

 - წარმატებული პიროვნება.

- დირექტორის მოტივაციაა. . . 

 - იყოს თანამედროვე, შექმნას, დატოვოს, დააფუძნოს.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .  

 - ნათელი გონება და  პრაქტიკა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203